суббота, 23 ноября 2013 г.











მასწავლებლის ათი მცნებ


1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2.
ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3.
გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4.
ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5.
იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6.
სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.

7.
იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8.
გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9.
ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10.
იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.




пятница, 22 ноября 2013 г.

    ცოდნა სიღარიბის უებარი წამალია.
   "ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოველე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა."
ილია ჭავჭავაძე

                           

воскресенье, 17 ноября 2013 г.







მეცხრე დღე- 17.11.13წ.-განვიხილეთ ჩვენი პროექტები,შევიტანეთ კორექტირება და შესწორებული პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ლინკზე.
დიდი მოლოდინი მქონდა დღევანდელი დღის. დღემ წარმატებულად ჩაიარა.



суббота, 16 ноября 2013 г.

მერვე დღე-16.11.13წ.-დავათვალიერეთ ერთმანეთის ნაშრომები, განვიხილეთ, მივიღეთ უკუკავშირი.განვიხილეთ მეშვიდე მოდული.ვისაუბრეთ ფასილიტაციის შექმნაზე და კითხვის დასმის სტრატეგიებზე.
მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს!
წარმატებებს ვუსურვებ ყველას!






понедельник, 11 ноября 2013 г.

მეშვიდე დღე-10.11.2013წ.-ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა ნამუშევრები. განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.



суббота, 9 ноября 2013 г.

მეექვსე დღე-09.11.2013წ.-გავეცანით სასწავლო რესურსების შექმნას.განვიხილეთ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს პროექტის მუშაობის დროს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პუბლიკაციის, პრეზენტაციის და ბლოგის ნიმუშები სასწავლო მიზნებისთვის.


вторник, 5 ноября 2013 г.

მეხუთე დღე-03.11.13წ.- ერთმანეთს  გავუზიარეთ პრეზენტაციები და მივიღეთ უკუკავშირი.ვისაუბრეთ, რამდენად მორგებულია ჩვენი პროექტი მოსწავლეებზე, როგორ შეესაბამება პროექტი მიზნებისა და სტანდარტების რუბრიკებს.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.გავეცანით ინტერნეტს, საკომუნიკაციო საშუალებებს და განვიხილეთ.
განვიმტკიცეთ ბლოგზე მუშაობის უნარები.

 რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს ჩვენს გაკვეთილზე?
            ინტერნეტი ფართო შესაძლებლობას იძლევა შემოქმედებითი ჩანაფიქრის განსახორციელებლად და გაკვეთილის გასამრავალფეროვნებად.ახალი ინფორმაციით, ფილმებით,რეპორტაჟებით, პრეზენტაციებით, ფოტოსურათებით გამდიდრებული გაკვეთილი ეხმარება  მოსწავლეებს ცოდნის უკეთ დამახსოვრებაში, რაც დადებითად აისახება სწავლის ხარისხზე.
             ვფიქრობ, ინტერნეტის მიზანმიმართულად  გამოყენებას დადებითი გავლენა აქვს გაკვეთილზე.
ჩემი პროექტის პრტეზენტაცია.

суббота, 2 ноября 2013 г.

მეოთხე დღე-02.11.2013წ.-განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,დროში გაწერილი შეფასების გეგმა.შევქმენით დოში გაწერილი გეგმა.ვიუვერში დავათვალიერეთ მოცემული პროექტების შაბლონები.შევქმენით პრეზენტაციის მონახაზი.ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ გუგლდრაივში გუგლდოკების საშუალებით.
ყოველი დღე საინტერესო და ნაყოფიერია!