вторник, 5 ноября 2013 г.

მეხუთე დღე-03.11.13წ.- ერთმანეთს  გავუზიარეთ პრეზენტაციები და მივიღეთ უკუკავშირი.ვისაუბრეთ, რამდენად მორგებულია ჩვენი პროექტი მოსწავლეებზე, როგორ შეესაბამება პროექტი მიზნებისა და სტანდარტების რუბრიკებს.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.გავეცანით ინტერნეტს, საკომუნიკაციო საშუალებებს და განვიხილეთ.
განვიმტკიცეთ ბლოგზე მუშაობის უნარები.

 რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს ჩვენს გაკვეთილზე?
            ინტერნეტი ფართო შესაძლებლობას იძლევა შემოქმედებითი ჩანაფიქრის განსახორციელებლად და გაკვეთილის გასამრავალფეროვნებად.ახალი ინფორმაციით, ფილმებით,რეპორტაჟებით, პრეზენტაციებით, ფოტოსურათებით გამდიდრებული გაკვეთილი ეხმარება  მოსწავლეებს ცოდნის უკეთ დამახსოვრებაში, რაც დადებითად აისახება სწავლის ხარისხზე.
             ვფიქრობ, ინტერნეტის მიზანმიმართულად  გამოყენებას დადებითი გავლენა აქვს გაკვეთილზე.
ჩემი პროექტის პრტეზენტაცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий